ჩინეთში, საბრძოლო ხელოვნების ცენტრში ხანძრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მათი უმეტესობა არასრულწლოვანია

11:01, 25.06.2021

ჩინეთში, საბრძოლო ხელოვნების ცენტრში გაჩენილ ხანძარს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩინური მედიის ცნობით, ხანძარი ჰენანის პროვინციის ერთ-ერთ ქალაქში, საბრძოლო ხელოვნების ცენტრში გაჩნდა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 18 და დაშავდა 16 ადამიანი, რომელთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. დაღუპულთა შორის უმეტესობა არასრულწლოვანია, რომელთა ასაკი 7-დან 16 წლამდეა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

მსგავსი