ჩინეთში რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ სი ძინპინი 9 მაისს მოსკოვში აღლუმზე დასწრებას გეგმავს

12:33, 10.02.2025

ჩინეთში რუსეთის ელჩის, იგორ მორგულოვის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი 9 მაისს მოსკოვში სამხედრო აღლუმზე დასწრებას გეგმავს.

იგორ მორგულოვის თქმით, ჩინეთის პრეზიდენტმა მოსკოვიდან აღლუმზე დასწრებასთან დაკავშირებით მიწვევა მიიღო და საპასუხოდ ვლადიმერ პუტინი ჩინეთში მეორე მსოფლიო ომის დასრულებისადმი მიძღვნილ დღესასწაულებზე მიიწვია.

სი ძინპინის რუსეთში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით პეკინს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ბოლოს სი ძინპინი მოსკოვში 2023 წლის მარტში იმყოფებოდა.

მსგავსი