ჩინეთში მშენებარე გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ჩინეთში მშენებარე გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში მშენებარე გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, რვა პირს კი, მაშველები ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, იუნანის პროვინციაში მოხდა. მშენებარე გვირაბის ჩამონგრევის დროს ადგილზე 13 ადამიანი იმყოფებოდა. ისინი სამშენებლო სამუშაოებში იყვნენ ჩართულნი. ინციდენტის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან ხუთი ადამიანის გამოყვანა მოახერხეს, თუმცა მოგვიანებით ოთხი მათგანი დაიღუპა.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება, ოპერაციაში ხელს მეტეოროლოგიური პირობები უშლით.