ჩინეთში მობილური ტელეფონების მფლობელებს სახის სკანირება მოუწევთ
ჩინეთში მობილური ტელეფონების მფლობელებს სახის სკანირება მოუწევთ

ჩინეთში მობილური ტელეფონების მფლობელებს სახის სკანირება მოუწევთ. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. ახალი რეგულაციები ავალდებულებს მობილური ტელეფონების მფლობელებს, ახალი სერვისებით სარგებლობისთვის, სახის სკანირება გაიარონ. ამ გზით პეკინი აპირებს, ქვეყანაში მცხოვრები ინტერნეტმომხმარებელთა მონაცემთა ბაზა განაახლოს.

მთავრობა აცხადებს, რომ ეს საჭიროა „კიბერსივრცეში მოქალაქეთა ლეგიტიმური უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“.

დღეს მოქმედი კანონით, ჩინეთის მოქალაქეები ვალდებულები არიან, მობილურ ოპერატორ კომპანიას საიდენტიფიკაციო დოკუმენტები წარუდგინონ. ამიერიდან კი მათ სახის სკანირებაც მოუწევთ, რათა დაადასტურონ, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მართლაც მათ ეკუთვნით.

ახალი რეგულაცია ძალაში დღეიდან შედის.

როგორც ცნობილია, ჩინეთი სახის ამოცნობის პროგრამას უკვე იყენებს სოციოლოგიური კვლევებისა და მოსახლეობის საყოველთაო აღწერის დროს.