ჩინეთში მიწისძვრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ჩინეთში მიწისძვრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, სიჩუანის პროვინციაში მიწისძვრა მოხდა. სააგენტო „ესოშიეტიდ პრესის“ ცნობით, გარდაცვლილია ორი და დაშავებულია 19 ადამიანი.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ ექვსი მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ქალაქ ჩანინიდან 19 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. მოგვიანებით, ამავე რაიონში დაფიქსირდა 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის განმეორებითი ბიძგები.

არსებული ინფორმაციით, დანგრეულია რამდენიმე სახლი. სტიქიის ზონაში მობილიზებულია ჩინეთის საგანგებო სამსახურები.

სიჩუანის პროვინციაში 2008 წელს მომხდარ მიწისძვრას 90 000 ადამიანი ემსხვერპლა.