ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე სპორტული პისტოლეტით მსროლელებმა იასპარეზეს
პეკინში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა მსოფლიო თასზე დღეს პისტოლეტით მსროლელმა ვაჟებმა იასპარეზეს. საქართველოს ნაკრებიდან შეჯიბრში მონაწილეობა ცოტნე მაჭავარიანმა და ლევან ქადაგიძემ მიიღეს. ფინალში ვერც ერთი მათგანი მოხვდა. უკეთესი შედეგი მაჭავარიანმა აჩვენა. საკვალიფიკაციო ეტაპზე მან 574 (98, 94, 93, 96, 95, 98) ქულა დააგროვა და 45-ე ადგილი დაიკავა. ქადაგიძე 566 (93, 95, 91, 98, 95, 94) ქულით 75-ე პოზიციაზე მოხვდა. მსოფლიო თასს ინდოელი აბიშეკ ვერმა დაეუფლა. ვერცხლი რუსმა არტემ ჩერნოუსოვმა მოიგო, ბრინჯაო – სამხრეთ კორეელმა სეუნგვოო ჰანიმ.
დღესვე სპორტული პისტოლეტით შეჯიბრი დაიწყეს ქალებმა. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ნახევარში ნინო სალუქვაძემ 283 (95, 93, 95) ქულა დააგროვა და ჯერჯერობით 61-ე ადგილზეა. საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ნახევარი ხვალ გაიმართება.