ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 17 კი, მაშველები ამ დრომდე ეძებენ.  ინციდენტი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, შანსის პროვინციაში მოხდა. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სოფელ ზაოლინში, მეწყერის ჩამოწოლის დროს მიწის მასაში რამდენიმე შენობა მოყვა. თუმცა ფაქტის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მეორე დღეს გავრცელდა.

მიწის მასის ქვეშ საცხოვრებელ სახლებთან ერთად ადგილობრივი სამედიცინო ცენტრი ნაწილს მოექცა. მაშველებმა 13 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა 17 პირი. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.