ჩინეთში მეწყერი ჩამოწვა, დაღუპულია 20 ადამიანი
ჩინეთში მეწყერი ჩამოწვა, დაღუპულია 20 ადამიანი

ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 25-ს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ. დაღუპულებს შორის სამი მცირეწლოვანია.

„როიტერის“ ინფორმაციით, სტიქია ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, გუიჯოუს პროვინციაში მოხდა. მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, სოფელ შუიჩანში 21 საცხოვრებელი სახლი მიწის ქვეშ აღმოჩნდა. მაშველებმა მიწის მასიდან 11 ადამიანის გამოყვანა მოახერხეს.

როგორც სააგენტო იუწყება, მეწყერის ჩამოწოლა რეგიონში სეზონურმა წვიმებმა გამოიწვია. უხვი ნალექის გამო, სოფელ შუიჩანის გარდა, მეწყერი კიდევ რამდენიმე დასახლებაში ჩამოწვა.