ჩინეთში მაისის თვეში ტურისტების ზრდას ელოდებიან
ჩინეთში მაისის თვეში ტურისტების ზრდას ელოდებიან

ჩინეთის წამყვანი სამოგზაურო პლატფორმის „თრიფ გრუპის“ ანგარიშის თანახმად, მაისის თვეში ჩინეთში, ტურისტულ ადგილებში ხალხი ისევ მოიმატებს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც „თრიფ გრუპი“ ამტკიცებს, შეზღუდვების მოხსნასა და მაისის ხუთდღიანი დღესასწაულის ფონზე ჩინეთის ტურისტულ ადგილებს ისევ მილიონობით ადამიანი ესტუმრება. მაისის ხუთდღიანი დღესასწაული პირველი მაისიდან ხუთ მაისამდე გრძელდება.

სამოგზაურო პლატფორმის შეფასებით, ამ პერიოდში შანხაიში, ხანჩჟოუსა და სანიაში ადგილობრვ მოგზაურთა რაოდენობა მოიმატებს. მაისის დღის დღესასწაულთან დაკავშირებით, ჩინეთში უკვე ბევრი ტურისტული ადგილი გაიხსნა, მათ შორის პეკინში მდებარე აკრძალული სასახლე და ეროვნული მუზეუმიც.