ჩინეთში მაღაროს ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა
ჩინეთში მაღაროს ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გირინის პროვინციაში მაღაროს ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ცხრა და დაშავდა 10 ადამიანი.

ავარია ქალაქ ჩანჩუნთან, ქვანახშირის მომპოვებელ მაღაროში ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა.

მაღაროს ჩამონგრევამ 2,3 მაგნიტუდის მიწისძვრა გამოიწვია. ავარიის შედეგად მაღაროელები მიწისქვეშ აღმოჩნდნენ ბლოკირებულები.

ამ დროისთვის სამაშველო-სამძებრო სამუშაოები დასრულებულია.