ჩინეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ექვსი ვაქცინა კლინიკური გამოცდის მესამე ფაზაშია
ჩინეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ექვსი ვაქცინა კლინიკური გამოცდის მესამე ფაზაშია

ჩინეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ექვსი ვაქცინა კლინიკური გამოცდის მესამე ფაზაშია.

ჩინეთის ეროვნული სამედიცინო პროდუქტების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყანამ „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო 16 ვაქცინის კანდიდატზე საგანგებო ავტორიზაცია მიიღო. ამასთან, კორონავირუსით გამოწვეული დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, ჩინეთის ხელისუფლებამ 22 მედიკამენტის კლინიკური გამოკვლევის ავტორიზაცია დაამტკიცა.

ჩინელი სპეციალისტები ვაქცინებს ხუთი სხვადასხვა ტექნოლოგიური მიდგომის საფუძველზე ცდიან. საუბარი შეეხება ინაქტივირებულ, რეკომბინანტულ მედიკამენტებს, ადენოვირუსულ ვექტორზე დაფუძნებულ ვაქცინებს, რომელიც თავის მხრივ, ეფუძნება შესუსტებულ გრიპის ვირუსებს და ასევე, ნუკლეინის მჟავებს.