ჩინეთში „კოვიდ-19“-ის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

15:43, 26.12.2020

ჩინეთშიბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

20 ახალი შემთხვევიდან 12 იმპორტირებული, ხოლო რვა ადგილობრივი გადაცემის შედეგია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 86 933 შემთხვევა, მათ შორის 4 634 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი