ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულების თითქმის 70 პროცენტი განიკურნა
ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულების თითქმის 70 პროცენტი განიკურნა

ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებულების თითქმის 70 პროცენტი განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის საკითხებში ჩინეთის სახელმწიფო კომისია იუწყება.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 80 651 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 55 4040 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ისინი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს. ეს რიცხვი კი კორონავირუსით დაინფიცირებული 68,66 პროცენტია.

როგორც ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომისია იუწყება, ამ მომენტისთვის ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო ცენტრებში 22 177 ადამიანი იმყოფება. მათგან 5 498 ინფიცირებულს მძიმე მდგომარეობა აქვს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ბოლო კვირებში ჩინეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდა. ბოლო 24 საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების მხოლოდ 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.