ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით, „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ჩინეთის ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე დაუშვეს დროშები, მათ შორის საზღვარგარეთ ქვეყნის დიპლომატიური მისიების შენობებზე.

მთელი ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილებს პატივი სამწუთიანი დუმილით მიაგეს. ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის არის 14 მედიკოსი, მათ შორის ის ექიმი, რომელმაც ახალი ტიპის კორონავირუსის შესახებ პირველმა შეიტყო და სხვა კოლეგების გაფრთხილებას ცდილობდა.

„კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევები ჩინეთის ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანში გასული წლის ბოლოს დაფიქსირდა. მას შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსის, „კოვიდ-19“-ის შედეგად 3 300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. აქედან 3 200 ხუბეის პროვინციაში. სულ ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა დაავადების 82 ათასამდე შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 19 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 18 იმპორტირებულია, ხოლო შიდა გადადების შემთხვევა მხოლოდ ერთია.