ჩინეთში ხალხმრავალ მოედანზე ავტომობილი შევარდა, რის შემდეგაც მძღოლი გამვლელებს დანითა და ნიჩბით დაესხა თავს
ჩინეთის სამხრეთ ნაწილში ავტომობილი ხალხმრავალ მოედანზე შევარდა, რის შემდეგაც მძღოლი გამვლელებს დანითა და ნიჩბით დაესხა თავს.
Reuters-ი ჩინეთის მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ გარდაცვლილია 11 და დაშავებულია 44 ადამიანი.
ინციდენტი ჰუნანის პროვინციის ქალაქ ჰენიანში, მიშუის დასახლებაში მოხდა.
ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომლის გვარი იანგია, წარსულში არაერთგზის ნასამართლევია, მათ შორის ნარკოტიკით ვაჭრობისთვის, ქურდობისა და თავდასხმისთვის. პოლიციამ ის ადგილზევე დააკავა.
Breaking: At least 3 dead and more than 40 injured after an SUV rammed into a crowd of people in Hengyang, China. A man is in custody and the motive is under investigation. (Via @ZhangZhulin) pic.twitter.com/XLEkBhN9kr
— PM Breaking News (@PMBreakingNews) 12 September 2018