ჩინეთში, იუნანის პროვინციაში მეწყრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 50 კი დაკარგულად ითვლება

11:21, 22.01.2024

ჩინეთში, იუნანის პროვინციაში მეწყრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 50 კი დაკარგულად ითვლება და მათი სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ასევე, შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებულია 500-ზე მეტი ადამიანი. იუნანის პროვინციაში მეწყერი გამთენიისას, ადგილობრივი დროით 05:51 საათზე ჩამოწვა.

მსგავსი