ჩინეთში, ჰენანის პროვინციაში წყალდიდობის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა
ჩინეთში, ჰენანის პროვინციაში წყალდიდობის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის ჰენანის პროვინციაში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.

სინოპტიკოსების ცნობით, ეს რეგიონში ბოლო ათასი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმაა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყვითელი მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა და დასახლებები დატბორა. 100 ათასამდე ადამიანი ევაკუირებულია უსაფრთხო რაიონებში.

ჰენანის პროვინციაში შეფერხებულია სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა, გაუქმდა და გადაიდო ავიარეისები. პროვინციაში ერთ-ერთი კაშხლის გარღვევის საფრთხეა შექმნილი.

ჰენანის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ჩჟენჩჟოუში პარალიზებულია სატრანსპორტო სისტემა. რამდენიმე საბავშვო ბაღიდან ბავშვების გამოყვანას ვერ ახერხებენ. ქალაქის ერთ-ერთ უმსხვილეს სამედიცინო ცენტრს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

დატოვე კომენტარი