ჩინეთში გუშინ კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 29 იმპორტირებულია
ჩინეთში გუშინ კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 29 იმპორტირებულია

ჩინეთის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით გუშინ ქვეყანაში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 29 იმპორტირებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთმა უსიმპტომო პაციენტების აღრიცხვაც დაიწყო, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 60 უსიმპტომო შემთხვევა გამოვლინდა.

საერთო ჯამში ხელისუფლების მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ჩინეთში კორონავირუსის 82 620 შემთხვევაა დაფიქსირებული, 76 571 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ვირუსისგან 3 322 ადმიანი დაიღუპა.