ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 42 შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 42 შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 42 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ბოლო ორ თვეში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სინძიანის რეგიონში ფიქსირდება.

ჩინეთში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 85 868 შემთხვევა, გარდაიცვალა 4 632 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი კორონავირუსით ინფიცირებულ უსიმპტომო პაციენტებს ოფიციალურ სტატისტიკაში არ აღრიცხავს.