ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შვიდი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შვიდი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გასული დღის მაჩვენებელთან შედარებით ორით მეტია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის ცნობით, ახალი შემთხვევებიდან ყველა იმპორტირებულია და ქვეყანაში ვირუსის შიდა გადაცემა 25 დღეა, არ დაფიქსირებულა.

ასევე გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში ვირუსის 15 უსიმპტომო შემთხვევაა გამოვლენილი.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ჩინეთში „კოვიდ-19“-ის 85 153 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 3 634 ინფიცირებული.