ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის მხოლოდ ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის მხოლოდ ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის მხოლოდ ორი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით არავინ გარდაცვლილა. ინფორმაციას „სიენენი“ ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ასევე, გამოვლინდა ვირუსის 31 უსიმპტომო შემთხვევა. ამ დროისთვის, ექიმების დაკვირვების ქვეშ 375 უსიმპტომო პაციენტი იმყოფება.

ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ჩინეთში „კოვიდ 19“-ის 82 967 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის შედეგად გარდაცვლილია 4 634 ადამიანი.

დატოვე კომენტარი