ჩინეთში, გასულ 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
ჩინეთში, გასულ 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

25 იანვრიდან მოყოლებული პირველად ჩინეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში ​კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, კორონავირუსი 32 ადამიანს დაუდასტურდა.

გასული ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები დღიურად ერთიდან შვიდამდე მერყეობდა. შედეგად, ამ პერიოდში საერთო ჯამში ვირუსით 55 პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის 51 უხანის პროვინციაში, რომელიც ეპიდემიის ეპიცენტრი იყო.

ოფიციალური მონაცემებით, სულ ჩინეთში „კოვიდ-19“-ის ვირუსს 3335 ადამიანი ემსხვერპლა, 77 400-მდე ადამიანი კი დაინფიცირდა.