ჩინეთში, ერთ-ერთ რესტორანში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა
ჩინეთში, ერთ-ერთ რესტორანში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა

ჩინეთის ქალაქ ინჩუანში, ერთ-ერთ რესტორანში გაზის გაჟონვის გამო მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა, – ინფორმაციას „სიენენი“ ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, აფეთქება რესტორანში თხევადი აირის ავზის გაჟონვის შედეგად ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:40 საათზე მოხდა.

მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის ერთი პირი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენი ექვსის მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილობრივმა სახანძრო სამსახურმა შემთხვევის ადგილზე 20 მანქანა და 100-ზე მეტი თანამშრომელი გაგზავნა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დილის 4:00 საათამდე გაგრძელდა.

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა მომხდარის გამო ღრმა მწუხარება გამოხატა და განაცხადა, რომ აუცილებელია, მიზეზი რაც შეიძლება მალე დადგინდეს.