ჩინეთში, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე მასშტაბური ზრდა დაფიქსირდა
ჩინეთში, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე მასშტაბური ზრდა დაფიქსირდა

ჩინეთში, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე მასშტაბური ზრდა დაფიქსირდა. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ჰუბეის პროვინციაში, რომელიც დედაქალაქ პეკინსაც ფარავს, ინფექციის ზრდა შეინიშნება.

კორონავირუსის გავრცელების გამო, ჰეილონჯანის პროვინციის ერთი რაიონი ჩაიკეტა.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაში ამბობენ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის კონტინენტურ ნაწილში „კოვიდ 19“-ის 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირების ადგილობრივი შემთხვევების ახალი ტალღა პირველად გასული წლის დეკემბერში საპორტო ქალაქ დალიანში დაიწყო.

ინფექციის გავრცელების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ჰებეის და ძილინის პროვინციებშიც.