ჩინეთში ბოლო ექვსი დღის განმავლობაში ყოველდღიურად კორონავირუსის 100-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება
ჩინეთში ბოლო ექვსი დღის განმავლობაში ყოველდღიურად კორონავირუსის 100-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება

ჩინეთში ბოლო ექვსი დღის განმავლობაში ყოველდღიურად კორონავირუსის 100-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 109 ადამიანს დაუდასტურდა.

შემთხვევის მატება შეინიშნება ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში, რის გამოც ქვეყნის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ დიდი დღესასწაულების დროს ინფიცირების შემთხვევებმა საგრძნობლად მოიმატოს.

პრევენციის მიზნით, ჩინეთში 30 მილიონამდე ადამიანი ჩაკეტილია. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექცია 89 336 ადამიანს დაუდასტურდა, 4 635 კი დაიღუპა. ჩინეთში ამჟამად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური ჯგუფი იმყოფება, რომელიც გლობალური პანდემიის წარმოშობას იკვლევს.

დატოვე კომენტარი