ჩინეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან 16 იმპორტირებულია, დანარჩენი კი სინძიანის რეგიონში შიდა გავრცელებას უკავშირდება.

ბოლო დღე-ღამეში ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. გამოვლინდა ასევე „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 20 უსიმპტომო პაციენტი.

ჩინეთის ხელისუფლების მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ჩინეთში რეგისტრირებულია კორონავირუსის 84 737 შემთხვევა. გარდაიცვალა 4 634 ინფიცირებული პაციენტი.