ჩინეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევებიდან 17 შიდა გადაცემაა, დანარჩენი კი იმპორტირებულია.

ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩინეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების ფაქტი არ ფიქსირდება.

ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 83 483 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 4 634 ადამიანი.

დატოვე კომენტარი