ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შიდა გადადება კვლავ არ დაფიქსირებულა

08:40, 25.03.2020

ჩინეთში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის შიდა გადადება კვლავ არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ვირუსი დაუდგინდათ მხოლოდ სხვა ქვეყნიდან ჩასულ პირებს. მათი საერთო რაოდენობა 47-ს შეადგენს.

ჩინეთში კორონავირუსის სულ 81 218 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 73 650 განიკურნა, 3 281 პაციენტი კი ვირუსის შედეგად გარდაიცვალა.

მსგავსი