ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კორონავირუსის“ 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა შემოტანილი შემთხვევაა. ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში ასევე  ბოლო 24 საათში  24 ასიმპტომური შემთხვევა გამოვლინდა. ჩინეთში ასიმპტომურ შემთხვევებს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა ოფიციალურ მონაცემებს არ ამატებენ.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 85 269 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 4 634 პაციენტი გარდაიცვალა.