ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ყველა შემოტანილია.

ჩინეთში ვირუსის ადგილობრივი გადაცემის შემთხვევა აგვისტოს შემდეგ არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ჩინეთის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ჩინეთში კორონავირუსის 20 ასიმპტომური შემთხვევა გამოვლინდა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსი 85 255 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 4 634 გარდაიცვალა.