ჩინეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ჩინეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დადასტურდა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

ჩინეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ახალი შემთხვევებიდან 17 იმპორტირებულია. ამასთან, დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების 54 უსიმპტომო შემთხვევა, რაც წინა დღესთან შედარებით რვით ნაკლებია.

ამგვარად, ჩინეთში სულ დადასტურებულია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 82 719 შემთხვევა.

მას შემდეგ, რაც ჩინეთის ხელისუფლებამ გარდაცვლილთა სტატისტიკას გადახედა და შეცვალა, მსხვერპლთა საერთო რიცხვმა ქვეყანაში 4 632 შეადგინა.