ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიცალური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 14 იმპორტირებული, სამი კი შიდა გადაცემის შემთხვევებია.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჩინეთში კორონავირუსის 86 758 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 4 634 პაციენტი გარდაიცვალა.