ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 შემთხვევა დაფიქსირდა

07:35, 01.05.2020

ჩინეთში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის 12 შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც ჩინეთის ჯანდაცვისა და ჰიგიენის კომიტეტი იუწყება, 12 ახალი შემთხვევიდან ექვსი უცხოეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს უკავშირდება. კიდევ ექვსი ინფიცირებული კი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა.

აღრიცხულია 25 უსიმპტომო პაციენტიც.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ჩინეთში კორონავირუსის 82 874 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაიღუპა 4 633 ადამიანი.

მსგავსი