ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 11 შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 11 შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში არც ერთი ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 11 ახალი შემთხვევიდან ხუთი იმპორტულია.

ასევე, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 30 უსიმპტომო შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ექიმები 1000 უსიმპტომო პაციენტს აკვირდებიან.

ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებულია ვირუსის 82 827 შემთხვევა, ვირუსისგან 77 394 ადმიანი გამოჯანმრთელდა, დაღუპულია 4632 პაციენტი.