ჩინეთში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს გამიზნულად დაეჯახა - დაღუპულია ექვსი ადამიანი
ჩინეთში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს გამიზნულად დაეჯახა - დაღუპულია ექვსი ადამიანი

ჩინეთის პროვინცია ჰუბეიში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს გამიზნულად დაეჯახა. შემთხვევას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, შვიდი დაშავებული კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გავრცელებული ცნობით, პოლიციამ ავტომობილის მძღოლს ცეცხლი გაუხსნა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებისთვის თავდასხმის მოტივი უცნობი რჩება.