ჩინეთში აშშ-ის ელჩის ცნობით, დონალდ ტრამპმა სი ძინპინს ამერიკული იარაღის შეძენა შესთავაზა
FILE - President Donald Trump, left, and Chinese President Xi Jinping arrive during a state dinner at the Great Hall of the People, May 14, 2026, in Beijing. (AP Photo/Mark Schiefelbein, File)
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს ამერიკული იარაღის შეძენა შესთავაზა. ამის შესახებ ჩინეთში აშშ-ის ელჩმა, დევიდ პერდიუმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
პერდიუს თქმით, ტრამპმა შეხვედრისას სი ძინპინს ჰკითხა, ხომ არ სურდა ამერიკული იარაღის შეძენა. დიპლომატს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა ტიპის შეიარაღებაზე იყო საუბარი.
„პრეზიდენტი ტრამპი მუდმივად იმეორებს, რომ ჩვენ იარაღს ვყიდით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. რაღაც მომენტში მან პრეზიდენტ სი ძინპინსაც კი ჰკითხა, ხომ არ სურდა მას იარაღის შეძენა“,- განაცხადა პერდიუმ.
ამასთან, როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ ჩინეთისთვის იარაღის მიყიდვას არ გეგმავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კი აღნიშნა, რომ „აშშ-ის კანონმდებლობა ჩინეთისთვის იარაღის მიყიდვას კრძალავს და ჩინეთისთვის იარაღის მიყიდვის არც შეთავაზება და არც გეგმა არსებობს“.