ჩინეთში აშშ-ის ელჩი – იმედი გვაქვს, პეკინი სწორ არჩევანს გააკეთებს და უბიძგებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან
BEIJING, CHINA - JULY 04: The U.S. ambassador to China Nicholas Burns attends the 10th World Peace Forum on July 4, 2022 in Beijing, China. The 10th World Peace Forum opened in Beijing on Sunday. (Photo by VCG/VCG via Getty Images)
ჩინეთში აშშ-ის ელჩი ნიკოლას ბერნსი იმედოვნებს, რომ პეკინი „სწორ არჩევანს“ გააკეთებს და რუსეთს უკრაინაში ომის დასრულებისკენ უბიძგებს, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ და ეს სწორი არჩევანი უბიძგებს რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო სამართალი, გაიყვანოს თავისი ჯარები, დაინახოს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – აღნიშნა ნიკოლას ბერნსმა.
როგორც ბერნსმა აღნიშნა, „ეს არის ის, რაც მსოფლიოს სურს და ჩინეთისგან მოელის“.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთში, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში გაემგზავრება. მანამდე თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „რაღაც მომენტში“ შეხვდება ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს.