ჩინეთში აშშ-ის ელჩი - აშშ-ს სურს, ჩინეთი ბევრად უფრო მკაცრი იყოს რუსებისადმი ომის დასრულებასთან დაკავშირებით მიცემულ რჩევებში 
ჩინეთში აშშ-ის ელჩი - აშშ-ს სურს, ჩინეთი ბევრად უფრო მკაცრი იყოს რუსებისადმი ომის დასრულებასთან დაკავშირებით მიცემულ რჩევებში 

ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს, ჩინეთი ბევრად უფრო მკაცრი იყოს რუსებისადმი მიცემულ რჩევებში ომის დასრულებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჩინეთში აშშ-ს ელჩმა, ნიკოლას ბერნსმა განაცხადა.

„ჩვენ გვსურს, დავინახოთ, რომ ჩინეთმა რუსეთს ჯარები გააყვანინოს უკრაინიდან, რათა უკრაინამ დაიბრუნოს საკუთარი ტერიტორიები და იყოს სრულად სუვერენული, ამ სიტყვის ყველა ასპექტით. გვინდა, დავინახოთ, რომ ჩინეთი უბიძგებს რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინის სკოლების, საავადმყოფოებისა და საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვა“, – აღნიშნა ბერნსმა.

როგორც ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, ეს არის ის, რაც სურს უკრაინას, აშშ-ს და რაც მოეწონება ევროპის ქვეყნებს. მისივე თქმით, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის საუბარი „კარგი პირველი ნაბიჯი“ იყო, მაგრამ გაურკვეველია, მოჰყვება თუ არა ამას რაიმე ქმედება.

ჩინეთში აშშ-ს ელჩმა განაცხადა, რომ აშშ მრავალი თვის განმავლობაში ადევნებს თვალს ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო დახმარების შესაძლო გადაცემას.

„ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება, სწრაფად ვიხილოთ ქმედებები ომის დასასრულებლად“, – აღნიშნა ბერნსმა.