ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 830 ადამიანი. ჩინეთის ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უკვე 10 ქალაქის იზოლაცია განახორციელა. ყველა მათგანი ჰუბეის პროვინციაში მდებარეობს. აღნიშნულ ქალაქებში 30 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
პარალელურად, უხანში დაწყებულია საავადმყოფოს მშენებლობა, სადაც კორონავირუსით დაავადებულებს განათავსებენ.
ჩინეთის მიკრობიოლოგიური ცენტრი ელექტრონულ მიკროსკოპში ასახულ ახალი კორონავირუსის პირველ ფოტოს ავრცელებს.