ჩინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ჩინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ჩინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩინეთი ჯანდაცვის და ჰიგიენის კომიტეტმა გაავრცელა.

დაავადებით ინფიცირებულთა რიცხვი კი, უკვე 430-ს აჭარბებს. ვირუსით გამოწვეული პნევმონიის დიაგნოზი ჩინეთის 14 რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს დაუდგინეს.

ექიმების თქმით, დაავადების სიმპტომებია: სურდო, ხველება, ყელის ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში. ასევე, შესაძლებელია პაციენტს აღენიშნებოდეს თავის ტკივილი და ციებ-ცხელება, რომელიც რამდენიმე დღეს გრძელდება. განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს, მოხუცებსა და ბავშვებს. მათ პნევმონიისა და ბროქნიტის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებათ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი თავდაპირველად ჩინეთის ქალაქ უხანში გავრცელდა. დაავადება უკვე დაფიქსირდა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, იაპონიაში, ტაილანდსა და სამხრეთ კორეაში.