ჩინეთში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ლიდერების დიპლომატია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში გადამწყვეტ როლს ასრულებს
ჩინეთში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ლიდერების დიპლომატია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში გადამწყვეტ როლს ასრულებს

ჩინეთის საგარეო  საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ლინ ძიანის განცხადებით, შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ლიდერების დიპლომატია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.

„სახელმწიფოს მეთაურების დიპლომატია ჩინეთსა და აშშ-ის ურთიერთობებში შეუცვლელ სტრატეგიულ და წამყვან როლს ასრულებს. ორივე მხარე განაგრძობს კომუნიკაციას პრეზიდენტ ტრამპის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელმა.

ლი ძიანმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზეც ისაუბრა და ყველა მხარეს ომის დასრულებისკენ მოუწოდა.

ჩინეთის საგარეო  საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის თქმით, ჩინეთი მხარს უჭერს დეესკალაციისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევას და მზადაა, „კონსტრუქციული როლი” შეასრულოს ამ პროცესში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთში მაისის შუა რიცხვებში ჩავა.