ჩინეთში აცხადებენ, რომ ქვეყანამ კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადაიარა, ერთ დღეში 15 ადამიანი დაინფიცირდა და 1 318 გამოჯანმრთელდა
ჩინეთში აცხადებენ, რომ ქვეყანამ კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადაიარა, ერთ დღეში 15 ადამიანი დაინფიცირდა და 1 318 გამოჯანმრთელდა

ჩინეთში აცხადებენ, რომ ქვეყანამ კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადაიარა.

ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, ერთი დღის განმავლობაში, ვირუსით მხოლოდ 15 ადამიანი დაინფიცირდა, 1 318 კი, გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ვირუსის საფრთხის გამო, ჩეხეთმა გერმანიისა და ავსტრიის საზღვრებზე კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. შენგენის ზონის ქვეყანა საზღვარზე შემოწმებებს 13 მარტიდან დაიწყებს.

ასევე, კალიფორნია „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისთვის, მარტის ბოლომდე 250-ზე მეტი ადამიანის შეკრებას კრძალავს.

ახალი ტიპის კორონავირუსი მსოფლიოს 114 ქვეყანაში არის გავრცელებული.