ჩინეთში 400 000-მდე მოქალაქე ისევ საყოველთაო კარანტინშია
ჩინეთში 400 000-მდე მოქალაქე ისევ საყოველთაო კარანტინშია

ჩინეთის დედაქალაქ პეკინთან ახლოს, ჰუბეის პროვინციაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატება დაფიქსირდა, რის გამოც მთავრობამ 400 000-მდე ადამიანი ისევ კარანტინში მოაქცია. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქუჩებში თავისუფლად გადაადგილების უფლება მხოლოდ აუცილებელ მუშაკებს ექნებათ. როგორც „ბიბისი“ წერს, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის თავიდან ასარიდებლად, ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურები ვირუსის გავრცელების მცირე კერებსაც კი სიფრთხილით ეკიდებიან.