ჩინეთი უარს იტყვის 2020 წლის ბოლომდე საერთაშორისო ტურნირების დიდი ნაწილის ჩატარებაზე. ამგვარი გადაწყვეტილება კორონავირუსთან ბრძოლის რანგში მიიღეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „ზინჰუა“ (Xinhua) ჩინეთის სპორტისა და ფიზკულტურის საქმეების მთავარ სახელმწიფო განყოფილებაზე დაყრდნობით იტყობინება, გამონაკლისი ეხება მხოლოდ 2022 წლის ოლიმპიური თამაშების სატესტო ტურნირებს და რამდენიმე მნიშვნელოვან სტარტს.
აღვნიშნავთ, რომ 2020 წელს ჩინეთში უნდა გამართულიყო ფიგურულ ციგურაობაში გრანპრის ეტაპი და ჩოგბურთში „მასტერსის“ სერიის ტურნირი.
ადრე პრესამ დაწერა, რომ ჩინეთმა შეიძლება მიიღოს ფორმულა 1-ის ეტაპი, აგრეთვე, რამდენიმე საჩოგბურთო ტურნირი ქალებს შორის.