ჩინეთმა ტაივანის ირგვლივ სამხედრო წვრთნები დაიწყო
ჩინეთმა ტაივანის ირგვლივ სამხედრო წვრთნები დაიწყო

ჩინეთმა ტაივანის ირგვლივ სამხედრო წვრთნები დაიწყო.

სამხედრო წვრთნებში ჩართულია არმია, სამხედრო-საზღვაო ძალები, საჰაერო და სარაკეტო ძალები.

ჩინეთის არმიაში აცხადებენ, რომ წვრთნები ძირითადად ფოკუსირებულია საზღვაო-საჰაერო, საბრძოლო მზადყოფნის პატრულირებაზე, საზღვაო და სახმელეთო სამიზნეებზე თავდასხმაზე, საკვანძო ტერიტორიებისა და საზღვაო გზების ბლოკადაზე, ჯარების ერთობლივი ოპერატიული შესაძლებლობების შესამოწმებლად.

ჩინეთის არმიის წარმომადგენლის, ში ის განცხადებით, წვრთნები არის მკაცრი გაფრთხილება და ძლიერი შემაკავებელი ტაივანის დამოუკიდებლობის სეპარატისტული ძალების წინააღმდეგ და არის ლეგიტიმური და აუცილებელი ქმედება ჩინეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის დასაცავად. მანამდე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ დაუპირისპირდება ჩინეთის აგრესიას.