ჩინეთმა სინძიანის რეგიონში ტერორიზმთან ბრძოლის გზამკვლევი გამოაქვეყნა
ჩინეთმა სინძიანის რეგიონში ტერორიზმთან ბრძოლის გზამკვლევი გამოაქვეყნა

ჩინეთის ხელისუფლებამ სინძიანის რეგიონში ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლის გზამკვლევი გამოაქვეყნა.

სამთავრობო ანგარიშის მიხედვით, სინძიანის რეგიონი ამჟამად სეპარატისტების, რელიგიური ექსტრემიზმისა და ტერორისტების ერთიანი გავლენის ქვეშაა.

ე.წ. თეთრ ფურცელში აღნიშნულია, რომ დასავლეთ რეგიონში 2014 წლის შემდეგ 13 ათასი ტერორისტი იქნა დაპატიმრებული. ჩინეთის მთავრობის ანგარიშში ისლამური დერადიკალიზაციის ზომების აუცილებლობაზეა საუბარი.

სინძიანის რეგიონში შექმნილ სპეციალურ დაწესებულებებში, რომელსაც გაერო დაკავების ცენტრებად მოიხსენიებს, მილიონზე მეტი ეთნიკური უიღური და სხვა მუსლიმური ჯგუფის წარმომადგენელი იმყოფება.

ჩინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პროფესიული განათლების ცენტრები ისლამისტი მებრძოლების საფრთხის გასანეიტრალებლად არის აუცილებელი