ჩინეთმა შიდა ფრენების 40 პროცენტი აღადგინა

12:43, 09.04.2020

ჩინეთმა შიდა ფრენების 40 პროცენტი აღადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

როგორც იუწყებიან, საუბარი ძირითადად იმ ფრენებზეა, რომლებიც ჩინეთის ჩრდილო-დასაველთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ხორციელდება. ქვეყნის ამ ნაწილში ბევრი შრომითი მიგრანტი ცხოვრობს.

ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მარტის თვეში ჩინეთში 6 533 ფრენა განხორციელდა, რაც თებერვალთან შედარებით 20,5 პროცენტით მეტია.

საერთაშორისო ფრენები ჩინეთში ამ დრომდე შეზღუდულია.

მსგავსი