ჩინეთმა მიანმარში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ გაერო-ში შემუშავებული განცხადება დაბლოკა
ჩინეთმა მიანმარში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ გაერო-ში შემუშავებული განცხადება დაბლოკა

ჩინეთმა მიანმარში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ გაერო-ში შემუშავებული განცხადება დაბლოკა. როგორც „ბიბისი“ წერს, გაეროში ამ საკითხზე გამართული კონსულტაციების წინ მიანმარის მუდმივმა წარმომადგენელმა მის ქვეყანაში მოწყობილი სამხედრო გადატრიალება დაგმო.

კრისტინი შრანერის თქმით, სამხედრო გადატრიალების მიზეზი ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის აუ სან სუ ჩის პარტიის გამარჯვება იყო.

გაერო-ში ამ საკითხზე შემუშავებულ განცხადებას ჩინეთმა მხარი არ დაუჭირა. ჩინეთის გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და მას ვეტოს უფლება აქვს.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო გადატრიალება მიანმარში ორშაბათს მოხდა. ქვეყნის ლიდერი და ფაქტობრივი მმართველი აუ სან სუ ჩი და მისი ასობით თანაგუნდელი დააკავეს.

მომხდარი დასავლეთში მკაცრად დაგმეს და აუ სან სუ ჩის გათავისუფლება მოითხოვეს.