ჩინეთმა კორონავირუსის ქვეყანაში შეტანის პრევენციისთვის „თავდაცვის სამი ხაზი“ შექმნა
ჩინეთმა კორონავირუსის ქვეყანაში შეტანის პრევენციისთვის „თავდაცვის სამი ხაზი“ შექმნა

კორონავირუსის უცხოეთიდან შეტანის პრევენციისთვის, ჩინეთმა „თავდაცვის სამი ხაზი“ შექმნა.

„წინა ხაზზე“ არიან საბაჟო ოფიცრები, რომლებმაც ბოლო 40 დღის განმავლობაში ბევრი ინფიცირებული მგზავრი გამოავლინეს, სხეულის ტემპერატურის გაზომვით, ასევე მათი გადაადგილების ისტორიის შემოწმებით.

„თავდაცვის მეორე ხაზი“ მოიცავს ორკვირიან საკარანტინო პერიოდს, რომელსაც უნდა დაემორჩილოს ჩინეთში ჩასული ყველა ადამიანი, მათი მოქალაქეობის მიუხედავად. საკარანტინო მოქმედების ვადა გამართლებულია იმით, რომ, ექიმების აზრით, კორონავირუსის პნევმონიის ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 14 დღემდე.

„თავდაცვის მესამე ხაზზე“ იმყოფებიან გამოცდილი ექიმები, რომლებმაც უნდა გამოავლინონ ის დაინფიცირებულები, რომელთა იდენტიფიცირება პირველ ორ შეთხვევაში ვერ მოხდა.

დატოვე კომენტარი