ჩინეთმა და რუსეთმა იაპონიის ზღვაში საჰაერო და საზღვაო წვრთნები დაასრულეს

10:12, 25.07.2023

ჩინეთმა და რუსეთმა დაასრულეს საჰაერო და საზღვაო წვრთნები იაპონიის ზღვაში, რომელიც მიზნად ისახავს წყლის გზების უსაფრთხოების დაცვას.

ინფორმაციას „როიტერსი“ ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელმა CCTV-მ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ ჩინური და რუსული ხომალდები წვრთნებში მონაწილეობენ.

10-ზე მეტი ხომალდი და 30-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა ოთხდღიან „ჩრდილოეთ/ურთიერთქმედების 2023“-ის წვრთნებში.

სამხედროებს შორის სოლიდარობის დემონსტრირება ხდება მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები აძლიერებს კავშირებს იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან, ხოლო ნატო ცდილობს, გააღრმაოს ურთიერთობები აზიის რეგიონში.

მსგავსი